ინგრედიენტები
ქათამი - 1200 გ
დაფნის ფოთოლი - 3 ცალი
სიმინდის ფქვილი - 200 გ
მწვანე წიწაკა - 1 ცალი
ნიორი - 50 გ
ნიგოზი - 300 გ
დარიჩინი - 4 ჩხირი
მიხაკი - 10 კაკალი
ხმელი ქინძი - 1.5 ჩ/კ
უცხო სუნელი - 1.5 ჩ/კ
ზაფრანა - 2 ცალი
ხახვი - 200 გ
ზეთი - 50 გ
წითელი წიწაკა - გემოვნებით
მომზადების წესები
ქათამი ჩავდოთ ადუღებულ წყალში და ვხარშოთ 1 საათი, თან მოვქაფოთ.
წვრილად დავკეპოთ ხახვი და ნიორი. ამოვიღოთ ქათამი და მოვაყაროთ მარილი.
მოვთუშოთ დარიჩინი, მიხაკი, ხახვი და ნიორი.
ამოვიღოთ ტაფიდან დარიჩინის ჩხირები. დავნაყოთ ხმელი ქინძი, უცხო სუნელი, ზაფრანა, ნიორი და სიმინდის ფქვილი.
ყველაფერი წიწაკასა და ნიგოზთან ერთად გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, ორჯერ.
ცალკე ქვაბში ჩავყაროთ შემწვარი ხახვი, დავუმატოთ გატარებული ნიგოზი, ჩავასხათ ქათმის ბულიონი და მოვურიოთ.
სურვილისამებრ ვუმატებთ მარილს და ბულიონს. დავდგათ ნელ ცეცხლზე ადუღებამდე.
ქათამი დავჭრათ ულუფებად. მაგიდასთან მიტანამდე დავასხათ ცხელი საცივი.