ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმის ხანდაზმულობის ვადის გაზრდაზე პარლამენტი კანონს დაჩქარებული წესით მიიღებს

ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმის ხანდაზმულობის ვადის გაზრდაზე პარლამენტი კანონს დაჩქარებული წესით მიიღებს

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 31 დეკემბერს იწურება პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებული ხანდაზმულობის ვადა. ჩვენ გავითვალისწინეთ ზვიად გამსახურდიას ოჯახის მოთხოვნა ამ საკითხთან დაკავშირებით.

შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება და პარლამენტში წარვადგინეთ კანონპროექტი, რომელიც ხანდაზმულობის ვადის გაზრდას ითვალისწინებს.

კანონს პარლამენტი მიიღებს მომდევნო კვირის ბოლომდე, დაჩქარებული წესით.