ბოსტნეულის სალათა შპროტით

ბოსტნეულის სალათა შპროტით

შემადგენლობა

შპროტი - 160 გრ

კარტოფილი - 3 ცალი (მოხარშული)

სტაფილო - 1 ცალი (მოხარშული)

კიტრი - 2 ცალი

ბარდა - 100 გრ

ლიმონის წვენი - 1 ჩ/კ

ოხრახუში - გემოვნებით

მარილი - გემოვნებით

მომზადება

კარტოფილი, სტაფილო, კიტრი დავჭრათ კუბიკებად, თეფშზე დავაწყოთ ფენებად და ზემოდან დავუმატოთ შპროტი და ბარდის მარცვლები.

სალათას ზემოდან დავასხათ ლიმონის წვენის, შპროტის ზეთის, მარილის ნარევი და მოვრთოთ მწვანილით.