შემადგენლობა
ბოლოკი - 300 გრ
კიტრი - 2 ცალი
კვერცხი - 1 ცალი(მოხარშული)
ყველი - 70 გრ
იოგურტი - 2 ს/კ
ბარდა - 100 გრ
ოხრახუში - გემოვნებით
კამა - გემოვნებით
პილპილი - გემოვნებით
მარილი - გემოვნებით
მომზადება
კიტრი და ბოლოკი დავჭრათ თხელ ნაჭრებად.
ყველი დავჭრათ პატარა კუბიკებად და შევურიოთ სალათას.
დავუმატოთ წვრილად დაჭრილი კვერცხი, დაჭრილი ბოლოკი, გახეხილი ყველი, მწვანილი და ავურიოთ.
შემდეგ სალათას მოვაყაროთ მარილი, პილპილი, დავუმატოთ ბარდა, იოგურტი.
ავურიოთ და რამდენიმე საათით შევდგათ მაცივარში.