სოკო მარინადში

სოკო მარინადში

შემადგენლობა

ქამა სოკო - 500 გრ

ზეთი - 5 ს/კ

წყალი - 5 ს/კ

ძმარი - 2 ს/კ

მარილი - 1 ჩ/კ

შაქარი - 1/2 ჩ/კ

შავი  წიწაკა - 10 ცალი

დაფნის ფოთოლი - 2 ცალი

ნი ორი - 2-3 კბილი

მომზადება

ეს არის უადვილესი სოკოს მარინადის რეცეპტი.

ქამა სოკო კარგად გავრეცხოთ და გავჭრათ ორ ნაწილად. თუ სოკოები პატარაა დავტოვოთ მთლიანი.

ნიორი გავჭრად ოთხ ნაწილად.

დაჭრილი სოკო და ყველა ჩამოთვლილი ინგრედიენტი ჩავდოთ ქვაბში და ვადუღოთ 3-4 წუთი დაბალ ცეცხლზე.

ვადუღოთ სოკო. გამოვიტანოთ ქვაბი სიცივეში და დავტოვოთ 3 საათით მარინადში.

მირთმევის წინ შეიძლება დავაყაროთ კამა.