ქათმისა და წიწიბურას არაჩვეულებრივი კომბინაცია გემრიელი სადილის მოსამზადებლად.
მომზადების დრო: 50 წუთი
რაოდენობა: 15 ულუფა
რეცეპტის ინგრედიენტები
2 ჭიქა მოხარშული წიწიბურა
2 ცალი ქათმის ფილე
140 გრ. ისპანახი
1 თავი საშუალო ბროკოლი
1 თავი პატარა ხახვი
1 ცალი კვერცხი
1 ს/კ არაჟანი
¼ ჭიქა ორცხობილას საფანელი
მარილი და პილპილი გემოვნებით
ზეთი შესაწვავად
ორცხობილას საფანელი ამოსავლებად
რეცეპტის მომზადების საფეხურები
ბროკოლი დაჭერით და სამზარეულოს კომბაინში წვრილად დააბლენდერეთ. გადაიტანეთ დიდ თასში.
დაჭერით ისპანახი და ცხელ ტაფაზე 1 ს/კ ზეთში დარბილებამდე თუშეთ. გადაიტანეთ ბროკოლის თასში.
სამზარეულოს კომბაინში ან ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ მოხარშული წიწიბურა და ქათმის ფილე. გადაიტანეთ თასში.
ხახვი წვრილად დაჭერით ან დააბლენდერეთ და თასში ინგრედიენტებს დაუმატეთ.
თასში მოთასვებულ ინგრედიენტებს ¼ ჭიქა საფანელი, 1 ცალი კვერცხი, 1 ს/კ არაჟანი დაუმატეთ. შეაზავეთ მარილითა და პილპილით და ყველა ინგრედიენტი ერთად კარგად აურიეთ.
გააკეთეთ ოვალური კატლეტები და ორივე მხრიდან საფანელში ამოავლეთ. საშუალო ტემპერატურაზე ზეთში ორივე მხარეს კარგად დაბრაწეთ.