ბოსტნეულის მარტივი და გემრიელი კერძი ყველით. შეგიძლიათ, სურვილისამებრ, გაამრავლფეროვნოთ და დაუმატოთ სხვადასხვა ბოსტნეული.
მომზადების დრო: 50 წუთი
რაოდენობა: 4 ულუფა
რეცეპტის ინგრედიენტები
ზეითუნის ზეთი
250 გრ. თხლად დაჭრილი ყაბაყი
370 გრ. დაჭრილი ბადრიჯანი
11/3 ჭიქა პომიდვრის საწებელი
1 ჭიქა გახეხილი მოცარელა
რეცეპტის მომზადების საფეხურები
საშუალო ტემპერატურაზე გააცხელეთ ტაფა და დაასხით ზეთი. ბადრიჯანი და ყაბაყი მრგვალ თხელ ნაჭრებად დაჭერით. წვით თითეულ მხარეს 2-2 წუთით დარბილებამდე და ოდნავ გადაბრაწვამდე. გადაიტანეთ თეფშზე. წინასწარ გააცხელეთ ღუმელი საშუალოზე მაღალ ტემპერატურაზე.
ცეცხლგამძლე ჭურჭელში გადაიტანეთ ბადრიჯნის, ყაბაყის, საწებლის და ყველის მესამედი ნაწილი. გაიმეორეთ მსგავსად შემდეგი 2 ფენა.
აცხვეთ 5 წუთით ყველის დადნობამდე და მსუბუქად გადაბრაწვამდე. გემრიელად მიირთვით.