მომზადების დრო: 30 წუთი
ინგრედიენტები
ძროხის ან ცხვრის ხორცი - 1 კგ
ხახვი - 3-4 თავი
ზეთი - 3 ს/კ
კოწახური - 0.5 ჭიქა
კვერცხი - 2 ცალი
საფანელი - ამოსავლებად
მარილი და პილპილი - გემოვნებით
მომზადების წესები
ძროხის ან ცხვრის რბილი ხორცი ხახვთან ერთად გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. შევაზავოთ მარილით, ძალიან წვრილად დაჭღილი კოწახურით, დანაყილი პილპილით, შევურიოთ გათქვეფილი კვერცხი.
გავაკეთოთ დაკეპილი ხორცის პატარ-პატარა გუფთები, მივცეთ მოგრძო ფორმა, ამოვავლოთ საფანელში და შევწვათ ზეთიან ტაფაზე ორივე მხრიდან.
მოაყარეთ დაჭრილი ხახვი და ოხრახუში.