ინგრედიენტები
ფარში - 500 გ
ხახვი - 1 თავი
ნიორი - 1 კბილი
კვერცხი - 1 ცალი
საფანელი - 3 ს/კ
წყალი - 1 ს/კ
ზეთი - 6 ს/კ
მარილი და პილპილი - გემოვნებით
მომზადების წესები
ფარშს შევურიოთ დაბლენდერებული ხახვი, გაჭყლეტილი ნიორი,საფანელი,კვერცხი,წყალი,მარილი და პილპილი.
კარგად მოვურიოთ და გავაჩეროთ ნახევარი საათი. გავაკეთოთ პატარა ბურთულები და დავაწყოთ პერგამენტის ქაღალდზე.
ტაფას მოვასხათ ზეთი და შევწვათ ყველა მხრიდან.
გამზადებული გუფთები დავაწყოთ ქაღალდის ხელსახოცზე,რომ ზედმეტი ცხიმისგან დაიწრიტოს და მივიტანოთ სუფრასთან.