შემწვარი ღორის ენა ნივრით

შემწვარი ღორის ენა ნივრით

მომზადების დრო: 60 წუთი

ინგრედიენტები

ღორის ენა - 1 ცალი

ნიორი - 2 თავი

ზეთი - 1 ჩ/კ

მარილი და პილპილი - გემოვნებით

ტაბულა

მომზადების წესები

ღორის ენა  კარგად გავრეცხოთ და ჩავდოთ მდუღარე წყალში 5-10 წუთი.

ნიორი გავჭყლინტოთ, დავუმატოთ მარილი,პილპილი, ცოტა ზეთი და ყველაფერი კარგად ავურიოთ.

გასუფთავებულ ღორის ენას წავუსვათ მიღებული მასა, ჩავდოთ ტაფაში, დავასხათ ცოტაოდენი წყალი და შევდგათ ღუმელში.

შევწვათ ნელ ცეცხლზე 1 საათის განმავლობაში.