მომზადების დრო: 120 წუთი
ულუფა: 6
ინგრედიენტები
მარილი - გემოვნებით
ხახვი - 1
მაიონეზი - 100 გ
მოხარშული კვერცხი - 2
კარტოფილი - 2-3
სტაფილო - 2-3
ჭარხალი - 3
ქაშაყი - 1 ცალი
ტაბულა
მომზადების წესები
ბოსტნეული მოხარშეთ და გააციეთ. ქაშაყი გაასუფთავეთ, გაარჩიეთ და დაჭერით. წვრილად დაჭერით ხახვი და შეურიეთ თევზს. მოხარშული ბოსტნეული და კვერცხი გახეხეთ.
გაშალეთ მაგიდაზე კულინარიული ცელოფანი. ოთხკუთხა ფორმით გაშალეთ გახეხილი ჭარხალი, დატკეპნეთ, გადაუსცით თხლად მაიონეზი, ზემოდან დაადეთ სტაფილოს ფენა, ისიც დატკეპნეთ და კვლავ მაიონეზი წაუსვით. შემდეგ დაადეთ კარტოფილის ფენა, მაიონეზი, შემდეგ კვერცხი და თევზი (ერთ ზოლად). თითოეული ფენა უნდა იყოს წინაზე ოდნავ ნაკლები, რათა გადახვევისას უფრო მოსახერხებელი იყოს. ცელოფნის დახმარებით რულეტივით შეახვიეთ და მაცივარში შეინახეთ.
თეფშზე გადატანისას მორთეთ სურვილისამებრ.