მაწვნის სუპი

მაწვნის სუპი

ინგრედიენტები

1 ლ მაწონი

2 ც ხახვი

3-4  ღერი   მწვანე ხახვი

 1 ლ რძე

2ს.კ ფქვილი

 2ს.კ არაჟანი ან ხაჭო

1-1 კონა ქინძი და ტარხუნა

 ნახევარი კონა კამა

50 გრ კარაქი ან ერბო

2 ც კვერცხი

მარილი გემოვნებით

მომზადების წესი

ავიღებთ ღრმა ქვაბს, ხახვს წვრილად დავჭრით და ერბოში ან კარაქში მოვხრაკავთ. ქვაბში ფქვილს ჩავყრით და სულ ვურევთ.

ათქვეფილ  მაწონს, რძეს და ხაჭოს ან არაჟანს დავუამტებთ. რძე ჯერ ნახევარი უნდა ჩავასხათ. დუღილამდე რომ მივა, გასასქელებლად დარჩენილ რძესაც დავამატებთ, მაგრამ ძალიანაც არ უნდა გავასქელოთ.

ცოტა ხანიც წამოვადუღებთ. მარილსა და დაჭრილ მწვანილებსაც დავამატებთ. ბოლოს ათქვეფილ კვერცხს ჩავასხამთ და 5 წუთში გამოვრთავთ. აუცილებელია, რომ ამ კერძს სულ ვურიოთ, თორემ აიჭრება. იჭმევა როგორც ცივი, აგრეთვე ცხელი.