ინგრედიენტები:
შებოლილი ლორი ან ძეხვი 400 გ
ხახვი 2 თავი
ნიორი 2 კბილი
ბულიონი 100 მლ
ნაღები 10-20% 100 გ
პამიდორი საკუთარ წვენში 200 გ
მარილი და პილპილი
მაკარონი 250 გ
გახეხილი ყველი 1 ჭიქა
მწვანე ხახვი
მომზადება:
ტაფაზე გააცხელეთ ზეთი, დაბრაწეთ დაჭრილი ძეხვის ნაჭრები, დაამატეთ ხახვი და ნიორი, მოშუშეთ. დაამატეთ ბულიონი, პომიდორი, ნაღები და წამოადუღეთ.
შემდეგ დაამატეთ მოხარშული, გადაწურული მაკარონი, მარილი და პილპილი. კარგად აურიეთ.
შუშეთ 1-2 წუთი, შემდეგ მოაყარეთ ყველი, კარგად ამოურიეთ, დაამატეთ მწვანე ხახვი და მიიტანეთ სუფრასთან.