ინგრედიენტები
ორი კბილი ნიორი (მოხარშული)
მარილი (გემოვნებით)
ერთი სუფრის კოვზი დაჭრილი ოხრახუში
6 სუფრის კოვზი კარაქი
4ც ქათმის კანგაცლილი მკერდი (ფილე)
პილპილი გემოვნებით
1 ჭიქა ფქვილი
2ც კვერცხი (ათქვეფილი)
2 ჭიქა პურის რბილობი
2 ჭიქა ზეთი
მომზადების ინსტრუქცია
დანაყეთ მარილი, ოხრახუში და ნიორი ერთად, დაუმატეთ კარაქი ერთი სუფრის კოვზი და აურიეთ მასა ერთმანეთში.
მიღებული მასა გაახვიეთ ცელოფანში და შეინახეთ მაცივარში.
ვიღებთ 2 ცალ ქათმის გულის ფილეს. ვაბრტყელებთ ისე რომ მივიღოთ თხელი ნაჭერი, ვაყრით ცოტა მარილს, პილპილს
და ზევიდან ვადებთ მომრგვალებული ფორმის კარაქის, ნივრის და ოხრახუშის მასას. ვამრგვალებთ ქათმს ხორცს.
შეახვიეთ სპეციალურ ცელოფანში და გაყინეთ 30 წუთი.
გაყინვის შემდეგ მასა ამოავლეთ ფქვილში, შემდეგ კვერცხში და ბოლოს პურის რბილობაში. ისევ გაყინეთ 15 წუთი.
ქვაბში ჩაასხით ზეთი ისე, რომ კატლეტს ფარავდეს. გადმოაბრუნეთ მეორე მხარეს, მაშინ როცა ოქროსფერს მიიღებს.
მიღებულ მასას მოვაყაროთ ცოტა მარილი და პილპილი ზემოდან. 15 წუთი მოვათავსოთ ღუმელში 200 გრადუსზე.
... და ქათმის კიევური კატლეტიც მზად არის.