საქართველოს ნაკრების წევრი თორნიკე ოქრიაშვილი უკლუბოდ დარჩა.
ოქრიაშვილსა და "კრასნოდარს" შორის კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შეწყდა, - იტყობინება რუსული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.
შეგახსენებთ, რომ ოქრიაშვილი "კრასნოდარში" 2016 წლის სექტემბერში თავისუფალი აგენტის სტატუსით მივიდა. მას შემდეგ ქართველმა ფეხბურთელმა მხოლოდ 20 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.
როგორც რუსული კლუბის საიტზე წერია, "კრასნოდარი" მადლობას უხდის თორნიკე ოქრიაშვილს გაწეული სამსახურისთვის და მომავალ კარიერაში წარმატებას უსურვებს.