მაკარონი ხორცით და ნაღებით

მაკარონი ხორცით და ნაღებით

ინგრედიენტები

ნიორი, 3 კბილი, დაჭრილი

სოსისი, დაჭრილი 1 ჭიქა

ქათმის ფილე, დაჭრილი 2 ჭიქა

ნაღები 2 ჭიქა

მოხარშული მაკარონი

პარმეზანის ყველი, გახეხილი

ოხრახუში ნახევარი ჭიქა

მომზადების ინსტრუქცია

დადგით ცეცხლზე ქვაბი, მოასხით ზეთი, დაყარეთ ნიორი, სოსისი, ქათმის ხორცი, მოურიეთ კარგად.

დაუმატეთ ნაღები, თან ურიეთ, ჩაყარეთ მოხარშული მაკარონი.

მოაყარეთ პარმეზანის ყველი და ოხრახუში. მოურიეთ კარგად.