კარტოფილის ქაბაბი სოკოთი

კარტოფილის ქაბაბი სოკოთი

შემადგენლობა:

 500 გ კარტოფილი

1 ქილა სამარხვო მაიონეზი

მწიკვი სოდა

500 გრ ქამა სოკო

1 კონა ტარხუნა, 1 კონა კამა

რამდენიმე ღერი მწვანე ხახვი

ზეთი-შესაწვავად

1-2 თავი ხახვი

ერთმანეთში არეული ფქვილი და საფანელი-ამოსავლებად

მარილი და პილპილი

მომზადება:

კარტოფილი მოვხარშოთ, გადავწუროთ და დავჭყლიტოთ. მაიონეზში შევურიოთ სოდა, დავუმატოთ კარტოფილი, მოვაყაროთ მარილი და პილპილი.

სოკო თხლად დავჭრათ და წვრილად დაჭრილ ხახვთან ერთად მოვშუშოთ, დავუმატოთ დაჭრილი კამა და ტარხუნა.

მოშუშულ ბოსტნეულს დავაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი, გავუწყოთ მარილი, პილპილი და გადმოვდგათ ცეცხლიდან.

კარტოფილისგან გავაკეთოთ გუნდები, გულში მოვათავსოთ მოშუშული სოკო, მივცეთ ფორმა, ,ამოვავლოთ ფქვილისა და საფანელის ნარევში და გაცხელებულ ზეთში შევწვათ.