სტეიკი ფრანგული რეცეპტით

სტეიკი ფრანგული რეცეპტით

ინგრედიენტები

სტეიკი 4 პატარა ნაჭერი

პილპილი 1 სუფრის კოვზი

ზეითუნის ზეთი 1 სუფრის კოვზი

საქონლის ბულიონი 60 გრამი

კონიაკი 30გრამი (სურვილისამებრ)

კარაქი 2 სუფრის კოვზი (გაჭერით 4 ნაწილად)

მომზადების ინსტრუქცია

სტეიკის ნაჭრები გააშრეთ ქაღალდით და დააყარეთ პილპილი ორივე მხარეს.

ცეცხლზე დადგით შედარებით ღრმა ტაფა (სასურველია თუჯის).

დაასხით ზეთი, მოუმატეთ ცეცხლს და დადეთ სტეიკი 3-4 წუთის განმავლობაში.

გადმოაბრუნეთ სტეიკი საშუალოდ 5 წუთით.

გადმოდეთ თეფშზე, ისე რომ სითბო შეინარჩუნოს.

დაასხით ტაფაზე საქონლის ბულიონი, ჩაასხით კონიაკი (1-2 წუთის განმავლობაში)

გადმოდგით ტაფა გაზიდან, ბულიონს და კონიაკს დაუმატეთ კარაქი, მოურიეთ კარგად და თით მორევაზე ჩააგდეთ თითო ნაჭერი კარაქი.

როცა კარაქი საბოლოოდ გადნება, მოასხით სტეიკს.