კორჟიკი

კორჟიკი

გაიხსენეთ ბავშვობის საყვარელი გემო და მოამზადეთ „კორჟიკი“ შინ მარტივად ჩვენი რეცეპტის დახმარებით.

მომზადების დრო: 40 წუთი

10 ულუფა

რეცეპტის ინგრედიენტები

400   გრ. ფქვილი

200   გრ. შაქარი

100   გრ. მარგარინი

1   ცალი კვერცხი

80   მლ. რძე

1/2  ჩ/კ გამაფხვიერებელი

1/2  ჩ/კ ვანილი

რეცეპტის მომზადების საფეხურები

დარბილებული კარაქი შაქართან ერთად ათქვიფეთ. დაუმატეთ რძე და გამაფხვიერებელი. დაუმატეთ ფქვილი და მოზილეთ რბილი ცომი.

ცომი 6–7 მმ სისქეზე გააბრტყელეთ. გამოჭერით ცომი „კორჟიკის“ ფორმაზე.

წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 180–200 ჩ-ზე. გამოჭრილი კორჟიკები საცხობ ლანგარზე გადაიტანეთ და 15 წუთით აცხვეთ. როცა ზემოდან ცოტათი შეიბრაწება ტკბილეული უკვე მზადაა. ღუმელში ზედმეტად დიდხანს არ გააჩეროთ, რადგან „კორჟიკები“ ძალიან მაგარი გამოვა. გემრიელად მიირთვით.