იკარდი

იკარდი "ინტერს" ახალ კონტრაქტზე შეუთანხმდა

მილანის „ინტერი“ და მაურო იკარდი ახალ კონტრაქტს გააფორმებენ. ამის შესახებ არგენტინელი ფეხბურთელის მეუღლე და ამავდროულად აგენტი, ვანდა ნარა იტყობინება.

როგორც ნარამ იტალიურ მედიას განუცხადა, მხარეებს შორის ყველა დეტალი საბოლოოდ შეთანხმებულია.

განახლებული კონტრაქტის თანახმად იკარდი „ნერაძურის“ ღირსებას 2023 წლის ზაფხულამდე დაიცავს და სეზონში ანაზღაურების სახით 7 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც ბონუსებიც დაემატება.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში იკარდი მადრიდის „რეალს“ უკავშირებდნენ. 25 წლის ფორვარდმა „ინტერის“ მაისურით დღემდე 200 მატჩი ჩაატარა და 119 გოლის გატანა შეძლო.