„ქრონიკის“ კამერამ შემთხვევით გადაიღო გია ბარამიძის და გიგა ბოკერიას ფარული შეხვედრა ბრიტანეთის საელჩოში, როდესაც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები შენობას ტოვებდნენ. ბარამიძე ამბობს, რომ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს 4 ოქტომბრის აქციაზე ესაუბრა. დიდი ბრიტანეთის საელჩო და გიგა ბოკერია „ქრონიკის“ კითხვებს ამ დრომდე არ პასუხობენ.