შავი ზღვის რიგით მე-12 ჯაზ-ფესტივალი დასრულდა

შავი ზღვის რიგით მე-12 ჯაზ-ფესტივალი დასრულდა

თიბისი სტატუსის და კომპანია ისთერნ პრომოუშენსის მხარდაჭერით, ბათუმში 19-22 ივლისს, შავი ზღვის სანაპირომ რიგით მე-12 ჯაზ-ფესტივალს უმასპინძლა.

წლევანდელი ფესტივალის „ჰედლაინერირები", როკის ლეგენდა რობერტ პლანტი და "Sensational Space Shifters" იყვნენ. ჯაზ-ფესტივალში წელს ასევე მონაწილეობენ:  ჯგუფი "Trombone Shorty & Orleans Avenue", DJ Lo Down Loretta Brown aka Erykah Badu და მუსიკოსი Wyclef Jean, რომელმაც ფესტივალის სტუმრებს საკუთარი სოციალური ქსელის გვერდიდან მადლობა ქართულად გადაუხადა.

სხვა მოწვეულ მუსიკოსებს შორის  იყვნენ R+R=NOW - რობერტ გლასპერის, ტერას მარტინის, ქრისტიან სკოტის, დერიკ ჰოჯის, ტეილორ მაქფერინისა და ჯასთინ ტაისონის შემადგენლობით და DJ "Mop Mop".  წელსაც ტრადიციულად, თიბისი სტატუსის მომხმარებლებმა ჯაზ-ფესტივალზე დასასწრები ბილეთების შეძენისას სპეციალური ფასდაკლებით ისარგებლეს. თიბისი სტატუსის ორგანიზებით, ჯაზ-ფესტივალის მსმენელებისთვის ბათუმის მიმართულებით ჯაზ-მატარებლის რეისიც დაინიშნა. 

საფესტივალო კონცერტები  ტრადიციულად ბათუმის ჩოგბურთის კლუბში გაიმართა. შავი ზღვის რიგით მე-12  ჯაზ-ფესტივალი "Check in Georgia"-ს ფარგლებში ჩარტარდა.