ჯიპიაი ჰოლდინგი შეუერთდა კამპანიას „სუფთა ჰაერისთვის“ და სპეციალურ ეკო აქციას იწყებს

ჯიპიაი ჰოლდინგი შეუერთდა კამპანიას „სუფთა ჰაერისთვის“ და სპეციალურ ეკო აქციას იწყებს

„გახდი ეკოისტი- იმოქმედე სუფთა ჰაერისთვის“

5 ივნისს , გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რესპუბლიკის მოედანზე გამართულ აქციას  „სუფთა ჰაერისთვის“, ჯიპიაი ჰოლდინგი სპეციალური, ეკო აქციით შეუერთდა - „გახდი ეკოისტი, იმოქმედეს უფთა ჰაერისთვის“. 

აქციის ფარგლებში, მომხმარებელი, რომელიც ავტოდაზღვევას  ონალინ, mygpi.ge-ს მეშვეობით შეიძენს, ისარგებლებს სპეციალური ტარიფით, თითოეული დაზღვეულის სახელით კი  ბორჯომის ტყე- პარკში დაირგვება  1 ხე. 

გარდა ამისა, მათ, ვისაც სურს გახდეს ეკოისტი,წვლილი შეიტანოს გარემოს გაჯანსაღებაში და  თავისი ავტომობილის მიერ გარემოსადმი მიყენებული ზიანი დააბალანსოს შესაძლებლობას აქვს, საიტზე ecoist.ge გამოთვალოს რამდენად ეკომეგობრულია მისი ავტომობილი, გაიგოს რამდენი ხე უნდა დარგოს გამონაბოლქვის დასაბალანსებლად და დამატებით შეიძინოს სასურველი რაოდენობის ხე, რომელთა დარგვას და მზრუნველობას ჯიპიაი უზრუნველყოფს. 

თინათინ სტამბოლისვილი - ჯიპიაი ჰოლდინგი კორპორაციული კომუნიკაციების დირექტორი. “ დააბალანსე გამონაბოლქვი ხის დარგვით - ესაა ჩვენი კამპანიის სლოგანი, რომლის ფარგლებშიც გვინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, რომ ჰაერის დაბინძურების 71% გამოწვეულია ავტომობილის გამონაბოლქვით. ჩვენი მიზანია, საზოგადოებამ გააცნოებიეროს რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანის მოქმედება ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ. დღევანდელი აქციის მიზანი სწორედ ის არის, რომ საზოგადოებაში ავამაღლოთ ცნობადობა ტექდათვალიერების აუცილებლობასთან დაკავშირებით და ჩვენ , კერძო კომპანიები,  შეძლებისდაგვარად ვცდილობთ წვლილი შევიტანოთ ამ საქმეში. ჩვენ,  ჯიპიაი ჰოლდინგი,  კამპანია „სუფთა ჰაერისთვის“ ფარგლებში საზოგადოებას სპეციალური ეკო აქციას ვთავაზობთ. ეს არის წახალისება ეკო ქცევისკენ მათთვის , ვინც ზრუნავს გარემოზე და მოქმედებს უკეთესი გარემოსთვის“.

გასულ თვეს „ჯიპიაი ჰოლდინგი“ შეუერთდა არასამთვარობო ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ მიერ ორგანიზებულ კამპანიას „სუფთა ჰაერისთვის“, რომელიც 50-მდე კერძო კომპანიას აერთიანებს და მიმართულია საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და კერძო სექტორის ჩართულობით, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კონკრეტული აქტივობების განხორციელებისკენ. სწორედ აღნიშნული კამპანიის ფარგლებში შეიმუშავა ჯიპიაიმ ეკო აქცია- „გახდი ეკოისტი, იმოქმედე სუფთა ჰაერისთვის“, რომელიც მიმართულია ავტომფლობელთა წახალისებაზე იზრუნონ და იმოქმედონ გარემოსთვის.