ალბომის „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კულტურის ქრონიკები“ პრეზენტაცია და საზეიმო მიღება

ალბომის „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კულტურის ქრონიკები“ პრეზენტაცია და საზეიმო მიღება

28 მაისს, 17:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით საზეიმო მიღება და ქართულ-ინგლისური ალბომის „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კულტურის ქრონიკები“ პრეზენტაცია  გაიმართება. ღონისძიებას დაესწრება თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საფრანაგეთის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საქართველოში პასკალ მენიე, საფრანგეთში ქართული სათვისტომოს პრეზიდენტი ოთარ ზურაბიშვილი, სათვისტომოს დელეგაცია და მოწვეული სტუმრები. 

ალბომი მოიცავს 1918 წლის 26 მაისიდან  1921 წლის 18 მარტამდე - საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციამდე პერიოდს. მასალები 1918-1921 წწ. არსებული პერიოდულ გამოცემებიდანაა მოძიებული. ალბომში წარმოდგენილია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კულტურული ცხოვრების  ისტორია, მოვლენები და ფაქტები ქრონოლოგიური თანმიმდევრობით, ამ მოვლენების ამსახველი ფოტოები.

ალბომში გამოყენებული მასალები დაცულია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუზეუმსა და შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მუზეუმში. 

 „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კულტური ქრონიკები“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით მოამზადა. 

მისამართი: თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, მუზეუმი