სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ,,ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის" და ადგილობრივი თვითმართველობის ორგანიზებით სპორტული ფესტივალი მიმდინარეობს.
ღონისძიების ფარგლებში განხორციელდება შემდეგი სპორტული აქტივობები: საბავშვო ქუჩის ფეხბურთი, საბავშვო ქუჩის კალათბურთი, ჭადრაკი და სპრინტი. წარმოდგენილ სახეობებში შეჯიბრებები იმართება როგორც ვაჟებს, ასევე გოგონებს შორის.
საბავშვო ქუჩის კალათბურთში ვაჟებს და გოგონებს შორის, ადიგენის მუნიციპალიტეტის პირველობა ლელოვნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მოიპოვეს, რომლებიც რეგიონალურ ჩემპიონატზე იასპარეზებენ.
გამარჯვებულ სპორტსმენებს საქართველოს 12 რეგიონიდან 8 დღით უმასპინძლებს ,,მომავლის ბანაკი" ანაკლიაში, სადაც საქართველოს ჩემპიონი გამოვლინდება.