დევნილთა და განსახლების სამინისტრომ გორში ბინის მიღების მოთხოვნით განაცხადების მიღება დაიწყო

დევნილთა და განსახლების სამინისტრომ გორში ბინის მიღების მოთხოვნით განაცხადების მიღება დაიწყო

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ გორში, საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადების მიღება დაიწყო.

გორში,  480 დევნილი ოჯახისთვის,  8 ათსართულიანი კორპუსი შენდება. სამშენებლო სამუშაოები 2017 წლის ივნისში დასრულდება.

განაცხადების მიღება გორში, შმაგის ქუჩა N1-ში, 2017 წლის პირველ  მარტამდე გაგრძელდება. 

ვიდეო - https://www.youtube.com/watch?v=gaPElGPZlGc