შავი ზღვის საერთაშორისო უნივერისტეტში კულტურის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერისტეტში კულტურის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერისტეტში მე-3 კულტურის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა. ფესტივალის ფარგლებში, ქართველ სტუდენტეთან ერთად უცხოელმა სტუდენტებმაც საკუთარი ქვეყნის ტრადიციული სამოსი, ღირსშესანიშნაობები, ფოლკლორი და ეროვნული კერძები წარმოადგინეს. გაიმართა სახალისო თამაშები, კონკურსები, სტუდენტების ფოტოგამოფენა და კონცერტები. კულტურის ფესტივალს 2014 წელს ჩაეყარა საფუძველი და მას შემდეგ ყოველწლიურად ტარდება.

უნივერსიტეტში 20 სხვადასხვა ქვეყნიდან სწავლობენ სტუდენტები.