დიმიტრი ქუმსიშვილის კომენტარი ტექნოლოგიური ინსტიტუტის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით

დიმიტრი ქუმსიშვილის კომენტარი ტექნოლოგიური ინსტიტუტის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა კომენტარი გააკეთა საქართველოს ტექნოლოგიური ინსტიტუტის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, საგულისხმოა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი სასწავლო დაწესებულების მშენებლობა სწორად დაიგეგმოს.

„თქვენ ვერ შეძლებთ სრულფასოვანი ტექნოლოგიური ინსტიტუტის  ამოქმედებას, თუკი არ იარსებებს კონკრეტული ინსტრუმენტები,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მისი თქმით, „კოლაიდერად“ ცნობილი ნაწილაკთა ამაჩქარებლის კომპლექსი, რომლის მშენებლობაც უახლოეს პერიოდში დაიწყება, იქნება ერთი კონკრეტული მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომელიც სამომავლოდ მათემატიკოსებს, ფიზიკოსებს, ქიმიკოსებს, ბიოლოგებს, ქართველ მეცნიერებს და მეცნიერთა ახალ თაობებს შესაძლებლობას მისცემს, უმნიშვნელოვანესი კვლევები ჩაატარონ.

ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო ფონდს „ქართუ“, რომელიც აფინანსებს როგორც ნაწილაკთა ამაჩქარებლის, ისე მთლიანად ტექნოლოგიური ინსტიტუტის მშენებლობას, რაც ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოსთვის.