სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ერგნეთის ტერიტორიაზე ტირიფონის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის 2 კილომეტრიანი მონაკვეთის სარემონტო სამუშაოებს ახორციელებს. სამუშაოების დასრულების შემდეგ, მიმდინარე წლის ივნისიდან სოფელ ერგნეთში წყალუზრუნველყოფილი გახდება 40 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი.
უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში შიდა ქართლის რეგიონში ჩატარებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის შედეგად წყალუზრუნველყოფილი მიწის ფართობი 11 000 ჰექტრიდან 18 700 ჰექტრამდეა გაზდილი.
დღეისათვის საქართველოს მასშტაბით სამელიროაციო ინფრასტრუქტურის 27 სარეაბილიტაციო პროექტი მიმდინარეობს.