20-21 მაისს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში აბრეშუმის გზის მე-11 საერთაშორისო კონფერენცია ''ინოვაციები ბიზნესში, განათლებასა და მეცნიერებებში''გაიმართა.
კონფერენციაში მსოფლიოს 19 ქვეყნის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობას. 93 სამეცნიერო ნაშრომს 145 მომხსენებელი წარადგინეს.
ღონისძიების პარტნიორები არიან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო და ბიზნესისა და ეკონომიკის საერთაშორისო უნივერსიტეტი (ჩინეთი).
კონფერენციაზე მოწვეულნი არიან, ასევე, კერძო, საჯარო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. აბრეშუმის გზის მე-11 საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, სხვადასხვა კულტურული ღონისძიებებიც ჩატარდა.