დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა, საქართველოს საერთაშორისო სკოლა „ახალი სკოლის“ მოსწავლეებთან ერთად, თბილისის ზღვაზე, ე.წ. „ოლიმპიურ სოფელში“ ახალაშენებულ კორპუსში მცხოვრები დევნილი ოჯახები მოინახულა.
მოსწავლეებმა სკოლაში საქველმოქმედო აქცია გამართეს და შემოსული თანხით მრავალშვილიანი დევნილი ოჯახებისთვის საჩუქრები შეიძინეს.
„ახალი სკოლის“ მოსწავლეები რამდენიმე თვის განმავლობაში „დევნილი ბავშვების“ თემაზე მუშაობდნენ. პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები შეხვდნენ დევნილთა და განსახლების მინისტრს სოზარ სუბარს, რომელმაც მათთვის საინტერესო ყველა შეკითხვას უპასუხა. გარდა ამისა, მინისტრთან ერთად ესტუმრნენ დევნილთა ჩასახლებას, სადაც თანატოლების გაცნობის შესაძლებლობა მიეცათ.
მოსწავლეებმა დევნილი ბავშვების თემაზე მუშაობის შედეგების შემაჯამებელი პრეზენტაცია და გამოფენა გამართეს, რაც მათთვის მე-5 კლასიდან მე-6 კლასში გადასასვლელ გამოცდას წარმოადგენდა.