ბოსტნეულის მყნობის ახალი ტექნოლოგიების დანერგვა გრძელდება

ბოსტნეულის მყნობის ახალი ტექნოლოგიების დანერგვა გრძელდება

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთწლოვანი კულტურების კვლევის დეპარტამენტის თანამშრომლებმა წილკანის საკვლევ ბაზაზე ბოსტნეულის მყნობის პრაქტიკული ტრენინგი ჩააატარეს.

ტრენინგზე თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით დაიმყნო კიტრი, საზამთრო და ნესვი. დემონსტრირების შემდგომ მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ თავად განეხორციელებინათ მყნობის პრაქტიკული სამუშაოები.

სემინარს ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის წარმომადგენლები, მებოსტნე ფერმერები და სხვა დაინტერესებული პირები, რომელთაც  სოციალური ქსელის მეშვეობით გაიარეს ონლაინ რეგისტრაცია.

ბოსტნეულის   მყნობა  არის  ტექნოლოგია,  რომელიც ითვალისწინებს  ერთი ოჯახის შიგნით დაავადებისადმი გამძლე  საძირისა  და  სასურველი ჯიშის/ჰიბრიდის სანამყენეს   დაკავშირებას.

კიტრის, საზამთროს და ნესვის დაავადებებისადმი გამძლე საძირედ გამოყენებულ იქნა ყაბაყი.

 ტექნოლოგიის ათვისება მნიშვნელოვანია  გოგროვანი ბოსტნეულის მწარმოებელი ფერმერებისათვის, ვინაიდან გარანტირებულია მცენარეების დაავადებებისგან (ფუზარიოზული ჭკნობისგან და  ნემატოდებისაგან)   დაცვა, ვეგეტაციის  გახანგრძლივება  და მოსავლიანობის  გაზრდა. 

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მიერ პერიოდულად გაიმართება სხვადასხვა აგრარური მიმართულების პრაქტიკული და თეორიული სემინარები რის შესახებაც ინფორმაცია ცენტრის ვებ და სოციალურ გვერდებზე განთავსდება.