კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დღეს საღამოს, დიდ დიღომში, პეტრიწის ქ. N1-თან, გადაუდებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
წყალსადენის 900 მმ-იან მაგისტრალურ ქსელზე, დაზიანების სალიკვიდაციო სამუშაოების წარმოება, ქსელების წყლისგან დაცლას მოითხოვს, რის გამოც, დღეს 3 მაისს, საღამოს 22:00 საათიდან, 4 მაისის დილის 08:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:
დიდ დიღომს და მიმდებარე კერძო დასახლებას, ტოიოტას მიმდებარედ ახალ დასახლებას, ამერიკის საელჩოს დასახლებას, საქალაქო სასამართლოს და მიმდებარე დასახლებას, ქოშიგორას და ფერაძის ქუჩებს (სასოფლოს დასახლება), ვაშლიჯვრის კერძო დასახლებას, დიღმის მასივის I კვარტლის N10, 11, 12 კორპუსებს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მიმდებარე დასახლებას, ხელაშვილის, მუხათქვერდის, იასამნის, ბროწეულის, ბაქრაძის, გოთუას ქუჩებს, ზემო ვეძისის დასახლების ნაწილს, სოფელ ზურგოვანს.
ზაჰესში - გრიგოლ ხანძთელის, სხვიტორის, კასკადის ქუჩებს.
წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაცია, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით ეგზავნებათ. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის www.gwp.ge მეშვეობით.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, დისკომფოტრისთვის, ბოდიშს უხდის მომხმარებელს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება რაც შეიძლება, მოკლე დროში დაასრულოს.