„საქართველოს რკინიგზა“ კალათბურთის ეროვნული ნაკრების სპონსორი გახდა

„საქართველოს რკინიგზა“ კალათბურთის ეროვნული ნაკრების სპონსორი გახდა

ქართული კალათბურთის სახელოვანი წარსულიდან, დღევანდელი წარმატებებიდან და მომავლის პოტენციალიდან გამომდინარე „საქართველოს რკინიგზა“ კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორი გახდა.
ფინანსური მხარდაჭერა გაწეული იქნება, როგორც საქართველოს სუპერლიგის ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებებისთვის, ასევე 3 ასაკობრივ -16, 18 და 20 -წლამდელთა ნაკრებებზე.
დაფინანსება შეადგენს ნახევარ მილიონ ლარს, რაც ფედერაციის პრეზიდენტის მიხეილ გობრიჩიძის განცხადებით, საკმაოდ დიდი თანხაა.
„დიდი მადლობა საქართველოს რკინიგზას მხარში დგომისათვის,  ასეთი დიდი სპონსორი საქართველოს ეროვნულ ფედერაციას არ ჰყოლია. დაფინანსება ნახევარ მილიონ ლარს შეადგენს, რაც საკმაოდ დიდი თანხაა“.
პრეზიდენტმა, რკინიგზასთან მომავალ თანამშრომლობაზეც ისაუბრა, რასაც სპორტსმენების თამაშის შედეგები განსაზღვრავს:

„იმედი მაქვს  ჩვენი კალათბურთელები დაძლევენ იმ მძიმე ტურნირს, რომელიც წელს გველის, რადგან მემორანდუმის გაგრძელება კალათბურთის ეროვნული ნაკრების შედეგების მაჩვენებელზეა დამოკიდებული“ - განაცხადა ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გობრიჩიძემ.

განცახდება გაკეთა საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემაც, სადაც ღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. 
„დღეს მართლაც სასიხარულო დღეა. საქართველოს რკინიგზამ ჯერ კიდევ 2 წლის წინ განაცხადა, რომ საკმაოდ მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევდა ქართულ სპორტს. წარმატებებს ვუსურვებთ კალათბურთის ეროვნულ ნაკრებს და იმედი გვაქვს ერთობლივი ძალისხმევით გავახარებთ ქართველ გულშემატკივარს“, -აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.