გლდანის რაიონის ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად, ხელბურთის სპორტულ კომპლექსში, რაიონის საქალაქო სამსახურების ფეხბურთელთა გუნდებს შორის შეხვედრები გაიმართა. შეჯიბრში რვა გუნდი მონაწილეობდა: გლდანის რაიონის გამგეობის, გლდანი-ნაძალადევის დასუფთავების, მერიის უსაფრთხოების, სასწრაფო-სამედიცინო და სახანძრო სამსახურების, გლდანის რაიონის პროკურატურის, შს სამინისტროსა და ახმეტელის სახ.დრამატული თეატრის მოყვარულ ფეხბურთელთა გუნდები. თამაშები უხვგოლიანი და სანახაობრივი გამოდგა.
განსაკუთრებით დაძაბულად წარიმართა ნახევარფინალი, სადაც გამოვლინდნენ ფინალისტები, სასწრაფო სამედიცინო სამსახურისა და მაშველთა კორპუსის(სახანძრო) ფეხბურთელთა გუნდებს შორის გამარჯვება მაშველთა კორპუსის გუნდმა, 7:2 მოიპოვა.
ჩემპიონი და საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები გლდანის რაიონის გამგებელმა, ბესიკ ქარცივაძემ, დააჯილდოვა. მან ფერხბურთელებს თასი და სიგელები გადასცა.
გლდანის ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად, გლდანის რაიონის საქალაქო სამსახურებს შორის, ფეხბურთის ჩემპიონატი ყოველწელს გაიმართება.