პირველადი დახმარების აფთიაქის ღირებულებამ  მარტში 155 ლარი შეადგინა

პირველადი დახმარების აფთიაქის ღირებულებამ მარტში 155 ლარი შეადგინა

ჯანდაცვის პლატფორმა ფანასკერტელი ფარმა მონიტორინგის ფარგლებში აგრძელებს ფანასკერტელი აფთიაქის კვლევის შედეგების გამოქვეყნებას.

ჩვილის აფთიაქის შემდეგ ორგანიზაციამ  ამჯერად შეისწავლა  ყველა იმ მედიკამენტის სია და ფასი, რაც აუცილებელი და რეკომენდებულია პირველადი დახმარების აღმოსაჩენად.

დროულად  და სწორად აღმოჩენილ პირველად დახმარებას ადამიანის სიცოცხლისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს,  ამიტომ აუცილებელია აფთიაქში იყოს ისეთი მედიკამენტები როგორიცაა:

მოწამვლის დროს საჭირო მედიკამენტები:

რეჰიდრონი ოპტიმი -26.00 ლ

ფესტალი- 1.76 ლ

ნოშპა- 3.92 ლ

ტკივილგამაყუჩებლები:

იბუპროფენი-2.50 ლ

კეტოროლაკი- 9.00 ლ

ხველის საწინააღმდეგო და სიცხის დამწევი პრეპარატები:

სალბუტამოლის სულფატის საინჰალაციო აეროზოლი- 7.10 ლ

პარაცეტამოლი- 0.35 ლ

ამბროქსოლი- 1.3 ლ

ანტიჰისტამინური:

ცეტირიზინი- 2.50 ლ

წნევის დამწევი წამლები:

კაპტოპრილი- 4.75 ლ

ადიპინი-29.40 ლ

გულის საშულებები:

კორსიზი- 1.50 ლ

ვალიდოლი- 0.44 ლ

ამიაკის ხსნარი- 1.01 ლ

კო-ენალაპრილი - 5.30 ლ

დამაწყნარებელი:

სომნა-რიცი- 5.00 ლ

ანტისეპტიკური საშუალებები:

სტერილური დოლბანდი- 1.04 ლ

ბამბა- 1.00 ლ

ლეიკოპლასტირი - 1.00 ლ

ბრილიანტის მწვანე -0.30 ლ

წყალბადის ზეჟანგი -  1.25 ლ

იოდი (ბეტადინი) – 0.51 ლ

თურმანიძის მალამო- 4.99 ლ

ნახშირი (თეთრი კარბოაქტივი)- 3.49 ლ

ოქსოლინის მალამო-1.20 ლ

საინექციო წყალი-0.80 ლ

აქსესუარები:

ფონეიდესკოპი- 12.80 ლ

ხელთათმანი -0.53 ლ

მაკრატელი -2.95 ლ

თერმომეტრი- 24.80 ლ

სულ : 154.45ლ 

ჯანდაცვის პლატფორმამ   პირველადი დახმარების აფთიაქისათვის საჭირო და რეკომენდებული   მედიკამენტების სიის გამოკვლევის შემდეგ  პრეპარატების ღირებულება 4  წამყვან  სააფთიაქო ქსელში გადაამოწმა. 

23 დასახელების მედიკამენტის ღირებულების შესწავლის შემდეგ  დადგინდა, რომ ფანასკერტელის  პირველადი დახმარების აფთიაქის მარტის თვის  ღირებულებამ 154 ლარი და 45 თეთრი შეადგინა.

ჯანდაცვის პლატფორმა  ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციასთან ერთად კვლავ აგრძელებს სხვადასხვა სეგმენტის მომხმარებლებისათვის საჭირო აფთიაქის ღირებულების შესწავლას და მომავალშიც  მიადევნებს თვალს ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული  მედიკამენტების ფასთა ცვლილებას.