გლდანის გამგეობამ პირველი კვარტალი 100%-იანი შესრულებით დაასრულა

გლდანის გამგეობამ პირველი კვარტალი 100%-იანი შესრულებით დაასრულა

გლდანის რაიონის გამგებელმა, ბესიკ ქარცივაძემ, 2016 წლის იანვრიდან მარტის ბოლომდე რაიონის მასშტაბით გამგეობის მიერ გაწეული სამუშაოების შესახებ პრეზენტაცია გამართა, რომელსაც გლდანის გამგეობასთან არსებული მრჩეველთა საბჭოს  წევრები ესწრებოდნენ.

გამგებლის ინფორმაციით, სამი თვის მონაცემებით, გლდანის რაიონში გზის კეთილმოწყობის სამუშაოები ჩატარდა 24277.40  კვმ-ზე და პროექტებზე  924.422.41 ლარი დაიხარჯა. აღდგენა-რეაბილიტაცია ჩაუტარდა 12 ხელოვნურსაფარიან სპორტულ მოედანს, რომლის ღირებულებამ 420505,33 ლარი შეადგინა. 

ასევე რაიონის მასშტაბით მიმდინარეობს სპორტული მოედნების, ახალი სკვერების, საერთო სარგებლობის კიბეების  აღდეგენის პროცესი. ეწყობა ერთი კაპიტალური ქუჩა, საკანალიზაციო ჭებითა და საყრდენი კედლებით.

        2016 წლის დასაწყისიდან  “ბმა„  პროგრამის დაფინანსების მოთხოვნით, გამგეობაში შემოსული  231 განცხადებიდან  56 ობიექტზე სამუშაოები დასრულებულდა, 59 ობიექტზე კი  გრძელდება. ასევე, მიმდინარეობს კაპიტალური გამაგრების პროექტის მომზადება, ექსპერტიზის 1 და მიმდებარე ტერიტორიის გამიჯვნის 1 სამუშაო.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების პროგრამით, მიმდინარეობს შიდა წყალ-კანალიზაციის გაყვანილობის, სადარბაზოს კიბეების, ლითონის კარებების, სართულშორის  ნაპრალებისა და წყალსაწრეტი მილების რეაბილიტაციის პროცესი.

სოციალური მიმართულებით, ყოველდღიურ რეჟიმში ცხრა უფასო სასადილო 5830 ძირითად და 524 დამატებით სიაში მყოფ სოციალურად დაუცველ ბენეფიციარს ემსახურება. 112 ოჯახზე ბინის ქირის კონპენსაციას  გასცემს.

 სხვადასხვა სოციალური პაკეტით დახმარება გაეწია 2 876 მოქალაქეს, ხოლო  საგარანტიო წერილები გაიცა 501 677 ლარით მომსახურებაზე.

2016 წლის დასაწყისიდან ჩატარდა ხუთი სპორტული და საგანმანათლებლო ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობა მიიღო სოციალურად დაუცველი  და მრავალშვილიანი ოჯახების არასრულწლოვანმა წევრებმა, რაიონში არსებული სკოლების წარჩინებულმა მოსწავლეებმა.

2016 წელი გამოცხადებულია ქ-ნ ნონა გაფრინდაშვილის საიუბილეო წლად, აქედან გამომდინარე,  გამგეობამ ჩაატარა მისი სახელობის ტურნირი, აქტივობები დაფინანსდა გეგმიური თანხით.

უნდა აღინიშნოს რომ გლდანის რაიონის გამგეობამ 2016 წლის პირველი კკარტალი 100%-იანი შესრულებით დაასრულა.

,,გლდანის რაიონის გამგეობაში არსებობს მრჩეველთა საბჭო, რომელსაც ყოველი კვარტლის ბოლოს შესრულებული სამუშაოს ანგარიშს ვაბარებთ, ამის შემდეგ ხდება ამ ანგარიშის გაცნობა მოსახლეობისთვის. ამ სახით ანგარიშის ჩაბარება ტრადიციულ ხასიათს ატარებს, საჭიროა საზოგადოებამ  დაინახოს და შეაჯამოს გამგეობის ყოველი კვარტლის მუშაობა", - აღნიშნა ბესიკ ქარცივაძემ.