”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ინფორმაციით, ელექტრო სისტემის, ქსნის 500 კილოვატიან ქვესადგურზე ელექტრო ენერგიის ავარიულად გათიშვის გამო, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ნატახტრისა და საგურამოს სატუმბო სადგურებს შეუწყდა ელექტრო ენერგიის მიწოდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს, 27 მარტს, საღამოს 18:30 საათმდე, წყალამომარაგება შეფერხებით მიეწოდება:
მთაწმინდა-კრწანისის, ვაკე-საბურთალოს, ისნის და ავლაბარის ზოგიერთ ქუჩებას, ასევე გლდანის და თემქის დასახლებებს.
მოსახლეობას, წყალმომარაგება დღეს, 27 მარტს, 18:30 საათიდან ეტაპობრივად აღუდგება.
წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისფუქისა და ვებგვერდის http://www.gwp.ge/ka/dagegmili მეშვეობით. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფოტრისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებელს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება რაც შეიძლება, მოკლე დროში დაასრულოს.