GWP თბილისის შემოერთებულ საზღვრებში ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

GWP თბილისის შემოერთებულ საზღვრებში ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, თბილისის შემოერთებულ საზღვრებში, წავკისის სატუმბო სადგურისა და რეზერვუარების მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით,  წყალსადენის ქსელზე ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულებს დაამონტაჟებს.

შეიცვლება არსებული  და მოეწყობა ახალი, უმაღლესი სტანდარტის შესაბამისი ურდულები, სულ 11 ერთეული.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ხვალ, 25 მარტის დილის 11:00 საათიდან,  26 მარტის დილის 11:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება:

წყენთის, ახალდაბის, კოჯრის, კიკეთის, ტაბახმელას, შინდისის, წავკისის და წავკისის ველის დასახლებებს.

მოსახლეობას წყალი ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე მიეწოდება.

წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისფუქისა და ვებგვერდის http://www.gwp.ge/ka/dagegmili მეშვეობით.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფოტრისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებელს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება რაც შეიძლება, მოკლე დროში დაასრულოს.