დღეს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, ფრაქცია ''ქართული ოცნების“ - თავმჯდომარემ გია ვოლსკიმ სტუდენტებთან საჯარო ლექცია გამართა.
ლექციის თემა იყო დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება, სოციალური საკითხებზე სახელმწოფოს პასუხისმგებლობა და მედია პლურალიზმი. უნივერსიტეტის სტუდენტებთან და პროფესორ მასწავლელებთან საუბრი შეეხო ასევე სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან საკითხებს. მან საუბრისას აგრეთვე ყურადღება გაამხვილა უნივერსიტეტის საგანმანათლებლო დონეზე და განაცხადა რომ შავი ზღვის უნივერსიტეტს დიდი ინტელექტუალური პოთენციალი აქვს.
შეხვედრაზე სტუდენტებმა შეკითხვები დასვეს მათთვის საინტერესო თემებზე.