ნონა გაფრიდაშვილი   N16   და  N12 პენიტენციური  დაწესებულებების  მსჯავრდებულებს შეხვდა

ნონა გაფრიდაშვილი N16 და N12 პენიტენციური დაწესებულებების მსჯავრდებულებს შეხვდა

მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ჭადრაკში ნონა გაფრიდაშვილი  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს  N16   და  N12 პენიტენციურ დაწესებულებებს სტუმრობდა. 

მსოფლიო ჩემპიონმა  მსჯავრდებულებთან შეხვედრისას  ჭადრაკი ითამაშა.  ასევე,  მათ ქართული ჭადრაკის ისტორია გააცნო და  საკუთარი გამოცდილებაც  გაუზიარა.

ნონა გაფრინდაშვილმა სასჯელაღსრულების სისტემაში ბოლო პერიოდში გატარებული რეფორმები პოზიტიურად შეაფასა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ  მსჯავრდებულებს  შესაძლებლობა ეძლევათ შეხვდნენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს  და მოისმინონ  მათი საქმიანობის შესახებ.

,,ნანახით კმაყოფილი დავრჩი. მისასალმებელია, რომ მსჯავრდებულებს შესაძლებლობა ეძლევათ  დაეუფლონ სხვადასხვა პროფესიას, ასევე, შეხვდნენ საზოგადო მოღვაწეებს. მსჯავრდებულებს თითქმის ერთ-ერთზე ვეთამაშებოდი და გამარჯვების   შანსი არ ჰქონდათ, თუმცა  წაგება და მოგება ძმები არიან. ვფიქრობ, შეხვედრა კარგად ჩატარდა “, -განაცხადა ნონა გაფრინდაშვილმა.  

ნონა გაფრინდაშვილმა სასჯელაღსრულების  N16   დაწესებულებაში სტუმრობისას შენობაში არსებული ბიბლიოთეკა და კომპიუტერული ოთახიც  დაათვალიერა. ასევე,  მსჯავრდებულების ხეზე ნაკვეთ ნამუშევრებს გაეცნო.  

მსჯავრდებულების  თქმით,  ნონა გაფრინდაშვილთან შეხვედრა მათთვის დიდი სტიმულია. მათ  იმედი გამოთქვეს, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება. 

შეხვედრა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინიციატივით, მსჯავრდებულების/ბრალდებულების რეაბილიტაცია-რესოზილიზაციის ფარგლებში განხორციელდა.