პაშა ბანკმა კლუბ ფორვარდის წევრებს Spotlight Marketing Library-ის ერთწლიანი აბონიმენტები გადასცა საჩუქრად

პაშა ბანკმა კლუბ ფორვარდის წევრებს Spotlight Marketing Library-ის ერთწლიანი აბონიმენტები გადასცა საჩუქრად

6 დეკემბერს, თბილისის მედიათეკაში გაიმართა ფორვარდის მორიგი შეხვედრა. კლუბის წევრებს კორპორატიული მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვა-განხორციელების თავისებურებების შესახებ ესაუბრა პაშა ბანკის PR და მარკეტინგის განყოფილების უფროსი ანანო ქორქია. პრეზენტაციის შემდეგ ფორვარდელებს პაშა ბანკისგან გადაეცათ Spotlight Marketing Library-ის ერთწლიანი აბონიმენტი, რომელიც კლუბის წევრებს ასევე მისცემს საშუალებას, ეწვიონ თბილისის მედიათეკების გაერთიანების ნებისმიერ ფილიალს მისამართებზე: ჭავჭავაძის გამზ. 76, ვაკის პარკი ან ვარკეთილი 3, I მ/რ.

Spotlight Marketing Library პაშა ბანკის მიერ ინიცირებული პროექტია, რომელიც Spotlight-სა და თბილისის მედიათეკასთან ერთად განხორციელდა. პროექტის მიზანია ერთ კომფორტულ სივრცეში მოუყაროს თავი მარკეტინგის, ბრენდინგის, PR და სხვა მომიჯნავე დარგების თანამედროვე პროფესიულ ლიტერატურას და გახადოს ხელმისაწვდომი მარკეტერებისთვის. აღნიშნული ლიტერატურა მედიათეკის ვაკის ფილიალში ინახება.

კლუბი FORWARD 2014 წელს Marketer.ge-ს მიერ დაარსდა და ის მარკეტინგის სფეროთი დაინტერესებულ პროფესიონალებს აერთიანებს. კლუბის მიზანია, სხვადასხვა ღონისძიებების ერთობლიობით ხელი შეუწყოს ფორვარდელების ცოდნის და გამოცდილების  გაღრმავებას.

პაშა ბანკი აქტიურად თანამშრომლობს Marketer-თან ისეთ პროექტებზე, რომლებიც ქვეყანაში პროფესიულ განათლება-განვითარებას ემსახურება. ასეთ პროექტებს შორისაა ბიზნეს რუბრიკა marketer.ge-ზე, სადაც თავსდება  ქართულ ენაზე ნათარგმნი სტატიები ჟურნალიდან Harvard Business Review და მკითხველები ეცნობიან ანალიტიკური ხასიათის ინფორმაციას საერთაშორისო ბიზნეს სიახლეებზე.

„პაშა ბანკი საქართველოში 2013 წლიდან ოპერირებს და რეგიონალურ კორპორატიულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას სთავაზობს მსხვილ და საშუალო საწარმოებს. დაარსების დღიდან ბანკი აქტიურად უჭერს მხარს პროფესიულ საგანმანათლებლო პროექტებს, რადგან გვჯერა, რომ ქვეყანაში ბიზნესის წინსვლა  და ეკონომიკის სტაბილური ზრდა დიდწილად დამოკიდებულია იმ ადამიანების პროფესიულ განვითარებაზე, რომლებიც  არიან  ან იქნებიან ჩართული თავისი ორგანიზაციის საქმიანობაში და ყოველდღიურად იღებენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. მოხარული ვართ, რომ Marketer-თან ერთად ხშირად გვეძლევა საშულება, ჩავერთოთ საინტერესო და სასარგებლო პროექტების განხორციელებაში.“ - განაცხადა ანანო ქორქიამ, პაშა ბანკის PR და მარკეტინგის სამსახურის უფროსმა.

“ჩვენი თანამშრომლობა პაშა ბანკთან  2015 წლის მაისში დაიწყო, პაშა ბანკის წარმომადგენლებმა გვითხრეს, რომ სურდათ Spotlight-ის მხარდაჭერა და ისეთი საქმის წამოწყება, რომელიც რეალურ შედეგს მოიტანდა. შემოგვთავაზეს ბიზნეს ლიტერატურის კუთხის გაკეთება, რომელიც მეწარმეობის, რეკლამის, მარკეტინგის და ბრენდინგის მიმართულებით საუკეთესო წიგნებს გააერთიანებდა. პროექტი შედგა, რომ შევაჯამოთ 6 თვის შედეგები 6000-ზე მეტმა ადამიანმა შეძლო და ადგილზე წაიკითხა თანამედროვე ბიზნეს ლიტერატურა. ჩვენი თანამშრომლობის ახალი ეტაპი მოიცავს ანალიტიკური სტატიების ქართულად თარგმნას და მარკეტერზე განთავსებას, ამ პროექტის საშუალებით უკვე 100 000 ზე მეტმა ადამიანმა შეძლო მსოფლიოს თანამედროვე ბიზნეს ანალიტიკური სტატიების წაკითხვა. მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტებია და მათ დიდი გავლენა აქვს ბიზნეს განათლების და ცნობიერების ამაღლების თვალსაზრისით, ძალიან ვამაყობთ ასეთი პარტნიორით,” - აკო ახალაია Marketer.ge-ს დამფუძნებელი.