„რუსთავის წყლის” მენეჯმენტი აცხადებს, რომ ქალაქ რუსთავში, გარდაბანსა და მარნეულში წყალმომარაგების ტარიფის 20%-ით შემცირებით, სემეკმა კომპანიის ფინანსური მდგომარეობა გააუარესა.
„რუსთავის წყალი“ წამგებიანი ბიზნესი გახდა და ხარჯების მნიშვნელოვან შემცირებას იწყებს. კომპანია იძულებულია შეამციროს საავარიო ბრიგადებისა და კომპანიის პერსონალის რაოდენობა, ქსელების შეკეთების ხარჯები, სახელფასო ფონდი.
ახლა უკვე წამგებიან კომპანიას მოუწევს, უარი თქვას არა მხოლოდ განვითარებაზე, არამედ ისეთ აუცილებელ პროექტებზე, როგორიცაა წყალსადენისა და საკანალიზაციო ქსელების რეაბილიტაცია, გამრიცხველიანების პროექტი, აუცილებელი ტექნიკისა და აღჭურვილობის განახლება.
კომპანიას ასევე შეექმნება ლიკვიდურობის პრობლემა კრედიტორებთან დროულ ანგარიშსწორებაში.
პასუხისმგებლობა გაუარესებული შედეგების გამო სემეკს ეკისრება.
კომპანიის მენჯმენტი ასევე მიიჩნევს, რომ სემეკის გადაწყვეტილება ხელს უშლის დარგის განვითარებას და აუარესებს საინვესტიციო გარემოს.
„რუსთავის წყალი“ სემეკის გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს.