აშშ-ს ტექნოლოგიის ექსპერთებთან ერთად განხორციელებადი პროექტი ახალ და ინოვაციურ მიდგომას გვპირდება
ინგლისურენოვან გაზეთ Caucasus Business Week-ის მიერ მიღებული ექსკლუზიური ინფორმაციის თანახმად, წინ ახალი სოციალური მედიის პლატფორმა გველის, რომელიც რევოლუციის მოხდენას აპირებს ხალხის დაკავშირების ტექნოლოგიებში. ქართველ და ამერიკელ დეველოპერებს შორის ეს ერთობლივი პროექტი ამჟამად განხორციელების სტადიაშია და მსოფლიო წარმატებას უმიზნებს.
ამ პლატფორმის დეველოპერები, რომლებიც ჯერ-ჯერობით ანონიმურები დარჩებიან პროექტის ოფიციალურ ანონსამდე, Caucasus Business Week-თან კავშირზე გავიდნენ და პირველადი ინფორმაცია გააცნეს. ამბიციური სამუშაო უკვე მეოთხე წელია რაც მიმდინარეობს, და გრძელვადიანი გეგმების ნაწილში ისეთი გიგანტების დამარცხებაა, როგორიც Facebook-ია.
„ჩვენ ვქმნით სისტემას, რომელიც დღევანდელი ინტერნეტ და სოციალური მედიის სერვისები ერთ-ერთ კონკრეტულ ფუნქციას ეფუძნება, რომლის სრული პოტენციალი ჯერ არ გამოყენებულა,“ აცხადებს დეველოპერების კომპანიის წარმომადგენელი Caucasus Business Week-თან ინტერვიუში. „სამწუხაროდ, ჯერ ვერ გეტყვით რა ფუნქციაა ეს, მაგრამ მასზე დაყრდნობით ჩვენი მთელი სისტემა იმუშავებს და საბოლო ჯამში შემდეგი თაობის სოციალური მედიის პლატფორმას ავაშენებთ. სულ მალე ამ ყველაფეზე მეტს გაიგებთ.“
Caucasus Business Week-მა დაადასტურა, რომ პროექტს ფარდა შემდეგ რამდენიმე თვეში აეხდება, და საქართველოს პირველ მამაც ნაბიჯებს სოციალურ მედიაშიც სწორედ მაშინ ვიხილავთ.