პაშა ბანკი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის  სპონსორია

პაშა ბანკი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის სპონსორია

თბილისის მე-16 საერთაშორისო კინო ფესტივალი წელს 30 ნოემბერს კინოთეატრ ამირანში ლევან თუთბერიძის „მოირას“ პრემიერით გაიხსნა.

ფესტივალის საერთაშორისო კონკურსთან ერთად უკვე სამი წელია იმართება ეროვნული კონკურსიც, რომელიც ქართული პანორამის ფარგლებში ტარდება. ეროვნული კონკურსის ჟიურის წევრები იყვნენ: კინომცოდნე და კრიტიკოსი ულრიხ გრეგორი, კინომცოდნე ერიკა გრეგორი და კინოკრიტიკოსი ხოსეინ ეიდიზადე იყვნენ. გამარჯვებულები სამ ნომინაციაში გამოვლინდნენ:

საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი -  - "სოლომონი" (ზაზა ხალვაში)

საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი - "მექელეხე" (თორნიკე ბზიავა)

საუკეთესო დოკუმენტური ფილმი - "როცა დედამიწა მსუბუქია" (სალომე მაჩაიძე, თამუნა ქარუმიძე, დავით მესხი)

ქართული პანორამის სპონსორი ტრადიციულად პაშა ბანკია, რომელმაც, როგორც შარშანდელი გამარჯვებულებისთვის, ასევე წლევანდელი გამარჯვებულებისთვისაც სპეციალური პრიზები დააწესა: ქართული პანორამის ყველა გამარჯვებული პაშა ბანკის დაფინანსებით ბერლინის საერთაშორისოო კინოფესტივალზე გაემგზავრება.

„პაშა ბანკი ბაქოში სათაო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც კორპორატიულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას სთავაზობს მსხვილ და საშუალო ზომის საწარმოებს. ჩვენ 2013 წლიდან ვსაქმიანობთ საქართველოში და უკვე მეორე წელია თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ქართული პანორამის სპონსორები ვართ.

ჩვენ ვხედავთ ქართული კინემატოგრაფიის პოტენციალს და ამ სფეროს წარმომადგენელი ქართველი ხელოვანების მხარდაჭერით გვსურს ხელი შევუწყოთ ქვეყანაში კინო ინდუსტრიის განვითარებას.

პაშა ბანკის მთელი გუნდის სახელით მინდა, მადლობა გადავუხადო ორგანიზატორებს და მივულოცო ყველა გამარჯვებულს, ვუსურვო მათ წარმატება და ახალი სიმაღლეების მიღწევა კარიერაში,“ განაცხადა პაშა ბანკის გენერალურმა დირექტორმა, შაჰინ მამმადოვმა.