GWP დიღმის ველზე, დღეს საღამოდან, გადაუდებელ სამუშაოებს ჩაატარებს

GWP დიღმის ველზე, დღეს საღამოდან, გადაუდებელ სამუშაოებს ჩაატარებს

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დიღმის ველზე გადაუდებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს. ავარიულად დაზიანდა 1400 მმ-იანი მაგისტრალის დიღმის ველზე გამავალი მონაკვეთი. დაზიანების სალიკვიდაციო სამუშაოებს კომპანია დღეს, საღამოს 10 საათიდან დაიწყებს. სამუშაოების ჩატარება მაგისტრალური ქსელების წყლისგან დაცლას მოითხოვს.

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით, დღეს, 22:00 საათიდან ხვალ, 5 დეკემბრის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

ჭავჭავაძის, ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირების მცირე ნაწილს, ნუცუბიძის ქუჩას და მიკრორაიონებს, ვაჟა-ფშაველას კვარტლებს, ქავთარაძისა და მათ მიმდებარე ქუჩებს სოფელი დიღმის ნაწილს.

წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის თაობაზე ინფორმაციას “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“  მომხმარებელს წინასწარ, SMS-შეტყობინებით მიაწვდის. ინფორმაციის მოძიება ასევე შესაძლებელი იქნება კომპანიის ცხელი ხაზის - 293 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის http://www.gwp.ge/ka/gadaudebeli  მეშვეობით.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს.