2 დეკემბერს, სლოვაკეთის ელჩი, რუდოლფ მიხალკა თბილისის სასწავლო უნივერსიტეტს ესტუმრა. შეხვედრაზე ელჩმა და უნივერსიტეტის რექტორმა, პროფ. სოლომონ პავლიაშვილმა თბილისის სასწავლო უნივერსიტეტსა და სლოვაკეთის უნივერსიტეტებს შორის სამომავლო თანამშრომლობის შესაძლო ფორმები განიხილეს, კერძოდ, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმება როგორც სახელმწიფო, ისე კერძო უნივერსიტეტებთან, აგრეთვე ერასმუს+ის პროგრამებში უნივერსიტეტის ჩართვა, რაც გულისხმობს, პროფესორთა და სტუდენტთა გაცვლას სლოვაკეთის უნივერსიტეტებში, საჯარო ლექციებისთვის სლოვაკეთის უნივერსიტეტებიდან პროფესორების მოწვევას და ა.შ.
„სლოვაკეთის სახელმწიფო ყოველწლიურად გასცემს სტიპენდიებს უცხოეთის უნივერსიტეტების პროფესორებისა და სტუდენტებისთვის. 2016 წლიდან აღნიშნული მიმართულებით აქტიურად იქნება ჩართული თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი“, - განაცხადა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა, სოლომონ პავლიაშვილმა.მნიშვნელოვანია ,რომ თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი ამ მიმართულებით უკვე მუშაობს ვარშავის სახელმჭიფო აგრარულ უნივერსიტეტთან და ეიხშტატის(გერმანია) უნივერსიტეტთან. ასევე აღსანიშნავია სულ ახლახან თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი ჩართული იქნა ერსმუს პლიუს პროგრამაში ასოცირებულ წევრად,რაც კიდევ ერთხლ ამტკიცებს უნივერსიტეტის საყოველთაო აღიარებას.
სლოვაკეთის ელჩის უნივერსიტეტში ვიზიტი დაიგეგმა ქართულ-სლოვაკური მეგობრობის კლუბის პრეზიდენტის, პროფ. დავით ცირეკიძის ინიციატივით.