მთაწნინდაზე,რესტორანში „ფუნიკულიორში

მთაწნინდაზე,რესტორანში „ფუნიკულიორში" საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება

28 ნოემბერს 19:30 საათზე მთაწნინდაზე,რესტორანში „ფუნიკულიორი“გაიმართება საქველმოქმედო კონცერტი, ქართული ესტრადის ახალგაზრდა ვარსკვლავების მონაწილეობით, საღამო ეძღვნება “ევროპა დონა საქართველო”-ს პაციენტებს .

ღონისძიების მიზანია: საზოგადოების ინფორმირება ძუძუს კიბოს დამიზნებითი თერაპიის ეფექტურობის , გაიდლაინებზე დაფუძნებული მკურნალობისა  და მისი ხელმისაწვდომობის გაზრდის მხარდამჭერი კამპანიის შესახებ. ჩვენი სურვილია  ხმა მივაწვდინოთ საზოგადოებას, რომ „ძუძუს კიბო“ განაჩენი არ არის და ამ ადამიანებს ჭირდებათ  მხარდაჭერა, ერთად დავდგეთ სიცოცხლის სადარაჯოზე .

მონაწილეები: 

 მარი ჯომარდიძე,

 ლევან მასპინძელაშვილი,

 ნიკა ლაზარიშვილი,

 ნოდიკო ტატიშვილი,

ნინი შერმადინი,

ანი კეკუა,

ნეკა სებისკვერაძე,

 ქეთი ორჯონიკიძე,

 თბილისური კვარტეტი,

  ოთო ნემსაძე,

 პასიკაშვილი გური,

 გიორგი ცხვარიაშვილი,

თემო საჯაია,

სალომე ბაკურაძე,

 დათუნა მგელაძე,

გიორგი ჩიქობანი,

დათო არჩვაძე,

ანანო მჟავია

შოუს აღწერილობა:  საღამოზე შესრულდება ახალი და ყველასათვის კარგად ნაცნობი სიმღერები,  კონცერტი დასრულდება ჰიმნით,რომელიც სპეციალურად  ამ დღისთვის დაიწერა და ეძღვნება „ევროპა დონა საქართველო“-ს.

საღამოს წამყვანები:  მანიკა ასათიანი & მირიან ჯეჯელავა

მოწვეული სტუმრები:

კინოს,თეატრის, ესტრადის  ცნობილი სახეები,ექიმები ,  ჟურნალისტები, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები,საზოგადო მოღვაწეები... (სულ 200 სტუმარი)