სოზარ სუბარმა  თეთრიწყაროს რაიონში დევნილი ოჯახებისათვის შესყიდული სახლები მოინახულა

სოზარ სუბარმა თეთრიწყაროს რაიონში დევნილი ოჯახებისათვის შესყიდული სახლები მოინახულა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა  სოზარ სუბარმა თეთრიწყაროს რაიონში,     „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში,  დევნილებისათვის შესყიდული სახლები მოინახულა.

დევნილთა და განსახლების მინისტრი  სოზარ სუბარი, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი  ტარიელ ხეჩიკაშვილი და ქვემო ქართლის გუბერნატორის პირველი მოადგილე კახაბერ გუგეშაშვილი საღლიანების შვიდსულიან, კალანდიების ექვსსულიან, ქოჩქიანების ორსულიან ოჯახებს შეხვდნენ და საჩუქრები გადასცეს.

დევნილმა ოჯახებმა „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში,  სახლები თავისი სურვილის მიხედვით შეარჩიეს.   „სოფლად სახლის“ პროექტი მთელი საქართველოს მასშტაბით წარმატებით მუშაობს, 2012 წლიდან დღემდე,  სამინისტრომ კერძო სახლი 510 დევნილი ოჯახისათვის შეისყიდა, მათ შორის 92 ქვემო ქართლის რეგიონშია.