პრობაციის ეროვნული სააგენტოს დახმარებით დედოფლისწყაროსა და თერჯოლაში პრობაციონერები დასაქმდნენ.
პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, მსჯავრდებული ს. ბ., საპრობაციო ვადის მოსახდელად, კახეთის პრობაციის ბიუროში დადგა აღრიცხვაზე. რისკებისა და საჭიროებების შესწავლისას, ს. ბ-ს დასაქმების საჭიროება გამოუვლინდა. კახეთის პრობაციის ბიუროს რეკომენდაციით, პირობით მსჯავრდებული დაასაქმა სამშენებლო კომპანია „კავკაზტრანსმა“, რომელიც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებს.
იმერეთის პრობაციის ბიუროს დახმარებით, ,,თერჯოლის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის მუნიციპალურ სამსახურში” დასაქმდა პრობაციონერი მ. გ.
პრობაციის ეროვნული სააგენტოს ძალისხმევით, 2015 წელს უკვე 111, ხოლო 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე –381 პრობაციონერი დასაქმდა.